Sourvion-ში ერთად ინახება ინფორმაცია თქვენი თანამშრომლების, კლიენტებისა და პარტნიორების, მათი მნიშვნელოვანი თარიღებისა და ინტერესების შესახებ - ყოველი შემთხვევა კი სწორ საჩუქრად, მილოცვად ან ღონისძიებად იქცევა.
გაყიდვების ზრდა
კადრების დენადობის შემცირება
საოპერაციო პროცესებზე დახარჯული დროის შემცირება
კლიენტებთან ურთიერთობის ხარისხის გაუმჯობესება
თანამშრომლების კმაყოფილების ზრდა
ადმინისტრაციული შეცდომების შემცირება
მნიშვნელოვანი თარიღების კონტროლი
კონტაქტები CRM-შია, თანამშრომლები HR სისტემაში, თარიღები კალენდარში, ამიტომ მნიშვნელოვანი დღეები ხშირად შეუმჩნეველი რჩება. Sourvion ყველაფერს ერთ სივრცეში აერთიანებს: თქვენ ამატებთ ადამიანებსა და მათ ინტერესებს, სისტემა დროულად შეგახსენებთ თარიღს და შემოგთავაზებთ საჩუქარს, თქვენ კი მხოლოდ ადასტურებთ შეკვეთას.
მოწყობას ნახევარი დღე სჭირდება: შემოიტანეთ მონაცემები Excel-იდან, გაუგზავნეთ გუნდს ინტერესების ფორმა და აირჩიეთ მომწოდებლები ჩვენი კატალოგიდან.
თანამშრომლები, კლიენტები, პარტნიორები და მომწოდებლები ერთ სივრცეში. იმპორტი Excel/CSV ფაილიდან.
ჰობები, ფერები, ბრენდები, საკვები და საჩუქრის ტიპები - ივსება პირადი ბმულით, თანხმობით.
დაბადების დღეები, სამსახურის წლისთავები, პარტნიორობის თარიღები - 14, 7 და 2 დღით ადრე და თავად დღეს.
3 პერსონალური იდეა თქვენი ბიუჯეტის ფარგლებში, ქართველი მომწოდებლებისგან.
ყვავილები, ღვინის ყუთები, ბრენდირებული სუვენირები. შეკვეთა ერთი მოთხოვნით, ინვოისით გადახდა.
გუნდური ღონისძიებები და სეზონური კამპანიები - მიმღებები, ბიუჯეტი და სტატუსები ერთ ადგილას.
ყვავილები, ღვინო, ჩურჩხელა, ხელნაკეთი ტყავის ნაწარმი - მიწოდებით პირდაპირ ადრესატთან.
მარკეტპლეისის შეკვეთების საფასური ცალკე იხდება, მომწოდებლის ფასებით. წლიური გადახდისას -20%.
დაამატეთ გუნდი დღესვე - პირველ შეხსენებებს ხვალვე მიიღებთ.